ხოჯევანიშვილი – ვინ იქნება პარტიის დამფინანსებელი, ამის ნახვა ყველას შეეძლება

ვინ დააფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას – ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებსა და გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრემიერის გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პასუხობს. როგორც ის ამბობს, ვინ იქნება პარტიის დამფინანსებელი, ამის ნახვა ყველას შეეძლება.

გარკვეული პერიოდის წინ იყო საუბარი, რომ ჩხარტიშვილი იყო დამფინანსებელი. მერე ითქვა კეზერაშვილი. ეს თან სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინ იქნება ჩვენი დამფინანსებელი, ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცედურა ამას ითვალისწინებს ნამდვილად კანონმდებლობა და შეგიძლიათ, შემდგომში ნახოთ. ნამდვილად, გპირდებით, რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, – ამბობს ხოჯევანიშვილი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა გიორგი გახარია, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა, გიორგი გახარიასთვის არასდროს ყოფილა პრობლემის მაგვარიც კი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა”.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენი ამომრჩეველი გახარიას არასოდეს მისცემს ხმას
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა