ხოჯევანიშვილი კობახიძეს: რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ!

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

“მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე. ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარების კეთება. ამ კინკლაობაში შეთრევას ცდილობენ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა არავის აქვს”, – ამბობს ხოჯევანიშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიაTI: ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს