ხოჯევანიშვილი: ​გახარიას არასდროს დაუტოვებია არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა

ხოჯევანიშვილი: გახარიას ყოველთვის ჰქონდა ღია საუბარი მედიასთან

“გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა ღია საუბარი მედიასთან, არასდროს დაუტოვებია არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„უახლოეს მომავალში გვექნება პროგრამის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება საუბარი ჩვენს კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე. თუმცა, გეტყვით, რომ რამოდენიმე საკითხი ისეთი, როგორიც არის საქართველოს ევროინტეგრაცია, ევროსტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, საქართველოს განვითარება, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი მოქალაქეების, ამ სამი ძირითადი, ფუნდამენტური საკითხის გარშემო იქნება ჩვენი პროგრამაც“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას არასდროს დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვები.

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა ღია საუბარი მედიასთან. არასდროს, არც ერთ ეტაპზე თავისი საქმიანობის პერიოდში და მით უმეტეს ახლა, არ დაუტოვებია არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. იგივე სიტუაცია გვაქვს დღესაც. ყველა კითხვას, რომელიც მედიას აინტერესებდა, გაეცა პასუხი“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აიხსნება, რომ გიორგი გახარია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საპარლამენტო გამოსვლისას ქვეყანაში კორუფციის არსებობას უარყოფდა, ახლა კი კორუფციაზე საუბრობს, ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ.

„ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა შევხედოთ არც ერთ მის განცხადებას, არც სხვის განცხადებას. უნდა შევხედოთ ერთიან სურათში. უნდა ითქვას, რომ კორუფცია ზოგადად ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. ამიტომ მასთან გამუდმებით ბრძოლა არის საჭირო. გიორგი გახარიაც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ საუბრობდა პარტიის პრეზენტაციაზე და ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მიშელის დოკუმენტი კოჭლია
შემდეგი სტატიადიდ დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად ავტობუსი დაიტბორა (ვიდეო)