„ყოჩაღ ივანიშვილს“- ალასანიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯელობენ.

როგორც ალასანიამ საკუთარი პროტესტის მიზზების განმარტებისას განაცხადა, მისი აღშფოთების მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიაში მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის ხილვა იყო, რომელიც თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმეს განიხილავდა.

„ყოჩაღ ივანიშვილს. მურუსიძე არ გვაკმარა და ახლა მანუჩარ კაპანაძე მოავლინა სააპელაციო სასამართლოში კაბელების საქმის განმხილველ ერთ–ერთ მოსამართლედ. ეს ის მოსამართლეა, რომელიც იყო ერთ–ერთი ჯალათი მოსამართლე სულხან მოლაშვუილის, რომელზეც საერთაშორისო სასამართლო და დამკვირვებლები იძახდნენ, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილება აჩენდა კითხვებს სულხან მოლაშვილის საქმეში. ივგივე სამარცხვინო პრაქტიკა გრძელდება. ეს ადამიანი მსჯელობს უმნიშვნელოვანეს საქმეზე“,– განაცხადა ალასანიამ.

დაცვის მხარემ მოსამართის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა შუამდგომლობა მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება, სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ – ეკა ბესელია რამდენიმე საქმის გახსნას აანონსებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია მესტიის შტაბის სრულმა შემადგენლობამ დატოვა