ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, როცა დენმა დაარტყა.
ადგილობრივების თქმით, ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















