ხობში სპორტსმენებმა პოლიციელებს სცემეს- მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი

ხობში, პოლიციის თანამშრომლებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენებთან განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ.

მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ქართულ-რომაული სახოების ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია.

დაკავებულები ფოთის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი, მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მომხდარზე დაკავებული 4 პირიდან ორ მათგანთან მიმართებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ ორზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან ისრაელში დაბრუნებულ პირებს Covid 19-ის “დელტა პლუს” შტამი დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიავატიკანში ფინანსური თაღლითობის გამო სასამართლო პროცესი დაიწყება