ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალი სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შედეგად კი დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ