ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალბატონი დოდო კორტავა გარდაიცვალა

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს, დაშავებული ქალბატონი დოდო კორტავა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში,დღეს გამთენისას გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. პაციენტს ქალა-ფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.

შსს ინფორმაციით, ხობის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთ სახლში სტუმრად იმყოფებოდა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მასპინძელი მოკლა. ამის შემდეგ, ის მიმალვის მიზნით, მეზობლის სახლში გადავიდა და 75 წლის ქალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურორ ხვიტიას თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოითხოვა. ასევე, ხვიტიას თქმით, აქირთავა არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.
როგორც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ბრალის დამძიმება.
ბრალდებული ირაკლი აქირთავა დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის გაცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით მიაყენა, მეზობელ ქალს კი, ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისი, ევროპის საუკეთესო ქალაქების სამეულში მოხვდა