ხობში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა

ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა,რომლებიც სოფლებში და ქალაქში ხანდაზმულებს საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ. ხობელმა მეწარმემ სერგო ბერაიამ, რომელსაც სოფელ ჭალადიდში სიმინდის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს, უერთდება აქციას და მან მოხალისეთა ჯგუფს გაუგზავნა 200 კგ.სიმინდის ფქვილი,100 კგ.სიმინდის ღერღილი.

“აქცია დაიგეგმა სპონტანურად,მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საერთო საქმეში და ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი,გამოვთქვი მზაობას მოსახლეობის დასახმარებლად“,- გვითხრა მან. მოხალისეთა ჯგუფის ინფორმაციით,ინიციატივა გუშინ დაიგეგმა და მას უამრავი ხობელი ბიზნესმენი უერთდება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 72 22 22