ხობში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ტურისტული ზონა გაიხსნა

ხობში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ტურისტული ზონა გაიხსნა. აღნიშნულ ზონა მასპინძლობს Element Fest-ს.
ELEMENT Fest-ი პროგრესირებადი ახალგაზრდული ფესტივალია. ყოველი აქტივობა დაიგეგმება მონაწილეების სურვილის გათვალისწინებით. ორგანიზატორების თქმით, სწორედ მონაწილეების მიერ შემატებული ელემენტები წარმოადგენს ფესტივალის მთავარ ქიმიას. ELEMENT Compex-ში დღეის მდგომარეობით მოწყობილია ELEMENT Bar, რომელსაც გააჩნია 5000 კაცზე გათვლილი Dance Floor, მოწყობის პროცესშია ELEMENT CAMP Town, პლაჟის ფრენბურთის მოედანი, პირსი და სხვა ატრაქციები.
პარასკევი, შაბათი, კვირა ელექტრონული მუსიკის ივენთები გაიმართება. დანარჩენი დღეები მონაწილეთა ჩართულობით დაიგეგმება. ELEMENT Bar-ში მოხვედრა თავისუფალია.
ELEMENT CAMP Town შემოსაზღვრული ტერიტორიაა, სადაც მოხვედრა შეეძლებათ მხოლოდ მცხოვრებებს.
ისტორიკოსის, არქეოლოგის, მრავალი წიგნის ავტორის გოგიტა ჩიტაიას ჩართულობით მიმდინარეობს სალაშქრო ტურების დაგეგმვა. ასევე მისი რეკომენდაციებით და გამოცემულ ლიტერატურაზე დაყრდნობით იგეგმება კემპინგის ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანის ისტორიის გაცოცხლება.
ELEMENT CAMP Town-ს ეყოლება მაფა, დიოფალი, დუდკოჩი, მახვამერი, მაჯინე, სხუნუ. ყოველ ღამე გაიმართება ჯარალუა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას გამზირზე მაღაზია ბიუ ბიუ დააყაჩაღეს