ხობში მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა და მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი ტვირთით იყო დატვირთული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიჩემზე, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ-მელია
შემდეგი სტატიავაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ