ხობში ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ხობში, ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების ​თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებს მხოლოდ ის იგებს, ვისაც დიდი ფული აქვს – ხათუნა ლაგაზიძე
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მოლაპარაკებები გაგრძელდება და არის მოლოდინი, ვალების განულებაზე ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდებიან