ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა

ხობში ხანძრისას კიდევ ერთი დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა.

მანამდე კი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ კი, როცა სინათლე აანთეს, აფეთქება მოხდა.

banner
წინა სტატიაშილუიზა ვინტონი : ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველა კომენტარს, რაც არჩევნების წინ კეთდება
შემდეგი სტატიაროუზ გოტემოლერი : საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი