ხობში ხანძარს 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში, ხანძრის შედეგად 78 წლის მარტოხელა მამაკაცი, ნოდარ ლატარია გარდაიცვალა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების თქმით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

banner
წინა სტატიაში“ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია” – პაპუაშვილი ALDE-სა და “ლელოს” რიგებიდან ელისაშვილის გარიცხვას ელოდება
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა