ხობში და ლენტეხში წყლდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ხეთაში და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები.

ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. უხვი ნალექის გამო წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.

ასევე წალეკილია გზა სოფელ დურაშის და საყდარის მიმართულებით. მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო, წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც.

რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები. დაიტბორა ცალკეული სოფლების ცენტრალური და შიდა გზები. მათ შორის, წყალი ზოგიერთი მოსახლის ეზოშიც შევიდა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების დაუსჯელობა, ვინც სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები გააკრეს ქალაქში, მიუთითებს, რომ ისინი ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულნი – ნონიაშვილი
შემდეგი სტატიაარავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა + ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი