ხობში ბურჭულაძის პარტია ათეულობით ადამიანმა დატოვა

kaxa-bukiaხობში ბურჭულაძის პარტია ათეულობით ადამიანმა დატოვა. მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა კახა ბუკიამ. ბუკია ამავდროულად პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.მისი თქმით, პარტია 80-მდე ადამიანმა დატოვა. როგორც კახა ბუკია ამბობს-პარტია მათ იმიტომ დატოვეს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისინი სხვა პარტიაში გადასვლაზე არ საუბრობენ. თუმცა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისათვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში, კოტე კემულარია სხვა არგუმენტებს ასახელებს. მისი თქმით, კახა ბუკია და კიდევ რამდენიმე ადამიანი გუშინ გაუშვეს პარტიიდან და მათ ამის შესახებ ეცნობათ. კახა ბუკია, კემულარიას განცხადებით, ამ პარტიაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ამ პარტიიდან აპირებდა კენჭისყრას გოდერძი ბუკია. თუმცა გოდერძი ბუკია სახელისუფლებო გუნდმა დაასახელა და შესაბამისად ბურჭულაძის პარტია მას აღარ სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიატრაგიკული უიტნი ჰიუსტონის დაბადების დღე