ხობში ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 15:04

ხობში ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს,რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით,მისი მდგომარეობა მძიმეა.

“იმყოფება კომაში,აპარატზე“,- გვითხრეს საავადმყოფოში.” ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში წაქცეული , როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო. დეტალები არ ვიცი. ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.,,“- განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს ,რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 15:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics