თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიოტას ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მოზარდი შუა ქვალონის მე-10 კლასის მოსწავლე ზ.გვარამიაა.იგი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასელია.
შს სამინიატროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.