ხობში ავარიას 1 პირი ემსხვერპლა, დაშავდა 2

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა ორი.

არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა – სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული აგრარული ოლიმპიადა თიბისი ბიზნესთან პარტნიორობით ჩატარდება
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, პატივს მივაგებთ ღირსების მტკიცე ათწლეულს