ხობში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა

ხობში, სოფელ ხეთაში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება