2 ნოემბრიდან ოჯახი და ახლობლები ეძებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრს, 1976 წელს დაბადებულ მამუკა კორტავას, ოჯახის მტკიცებით ის 2 ნოემბერს შუა ღამე გაუჩინარდა, საქმეში მალევე ჩაერთო ადგილობრივი პოლიცია, მაგრამ ვერანაირ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.
ოჯახი სუიციდის ფაქტს გამორიცხავს, რადაგან ადგილობრივების თქმით, მამუკა კორტავას გაუჩინარებას, წინ საკმაოდ დაძაბული კონფლიქტი უძღოდა, ისევ ადგილობრივებთან. ოჯახი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პოლიციის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე არ ავრცელებს.
თუმცა, “თაიმერისთვის” ცნობილი გახდა, აღნიშNული საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ახალგაზრდა მამაკაცის სახლში გაუჩინარების ღამეს ოჯახის სხვა წევრები არ იმყოფებოდნენ, ხოლო მაშინ, როცა მამუკა კორტავას მეუღლე სახლში დაბრუნდა, მცირე ქაოსი დახვდა: საწოლის ქვეშაგი იატაკზე ეგდო, მაგიდაზე კი ალკოჰოლური სასმელის რამდენიმე ცარიელი ბოთლი იდო. მას არაფერი უეჭვია და სახლის დალაგება დაიწყო, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ქალბატონმა მეუღლესთან დაკავშირება ვერ შესძლო და ეს რამდენიმე საათი რამდენიმე დღე გაგრძელდა, სწორედ ამის შემდეგ ჩართო ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია.
კინოლოგიურმა ძებნამ ცხელ კვალზე აჩვენა, რომ კვალი ეზოს გარეთ არ დაფიქსირდა.
ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიების მიზნით ის შეიძლება იყოს გატაცებული და ავტომობილით ტრანსპორტირებული.
“თაიმერი”
___________________________________________________
ოჯახის და ახლობლების თხოვნაა, თუ, ვინმემ სადმე შენიშნა და ამოიცნო ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანი დარეკოს მითითებულ ნომრებზე :
551506089
599432864
















