ხობში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

ხობში 19 წლის ახალგაზრდა კაცი ბ.წ. დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით მაშინ მიაყენეს, როცა ბიძასთან ერთად სავარაუდოდ, “საქმის გასარჩევად” იმყოფებოდა.

19 წლის კაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ძლიერი სისხლდენით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი ამ დროისთვის პალატაში აგრძელებს მკურნალობას.

სამართალდამცველებმა დაჭრილი ბ.წ. უკვე დაკითხეს. როგორც ირკვევა, ინციდენტში მონაწილე პირები ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ.

მომხდარში ეჭვმიტანილი პირი, 40 წლის ლ.ლ. პოლიციამ უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი – „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ ერთად თუ მოგვიხსენიებს, კარგია, რადგან ოპოზიციის გაძლიერება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – პროკურატურა მალავს გავაშელიშვილს