ხობისა და ზუგდიდის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს საჯიჯაოში

ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაო -ნარაზენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი გზა ერთმანეთს ორი მუნიციპალიტეტის ზუგდიდისა და ხობის სოფლებს დააკავშირებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

გზასთან ერთად ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო.

არსებული გზა ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

banner
წინა სტატიაშიგადავდგამთ ნაბიჯებს, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია – ადვოკატი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან