ხობის N2 საჯარო სკოლა დაიკეტა. მოსწავლეებმა სწავლა 15 სექტემბერს მეორე ცვლაში პირველ საჯარო სკოლაში განაახლეს
როგორც „თაიმერის“ ჟურნალისტთან საუბრისას N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა თირქიამ განაცხადა, სკოლის შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა მათ სასწავლო წლის დაწყებამდე ჰქონდათ, რის გამოც სასწავლო პროცესის განახლება პირველ საჯარო სკოლაში გადაწყდა.
„კი არ დაიხურა, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო წლებია. მივესალმებით ამ ნაბიჯს, რომ მართლაც დევს სამხარაულის დასკვნა და უპრობლემოდ ვაახლებთ სასწავლო პროცესს პირველ საჯარო სკოლაში“, – განაცხადა ნანა თირქიამ.
დირექტორის თქმით, ხობის N2 საჯარო სკოლა 1963 წელს აშენდა და ახალი შენობის საჭიროება ნამდვილად არსებობს. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითი შეფასება მისცა და სამინისტროს მადლობა გადაუხადა.








