ხობის მუნიციპალიტეტში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ხობის მუნიციპალიტეტში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. სოფელ შავღელეშის მოსახლეობის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები სისტემატურად ხდება.

მათივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, მტაცებელმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა.

ადგილობრივები დახმარებას მუნიციპალიტეტისგან ითხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტში აცხადებენ,რომ შექმნილია მონადირეთა ჯგუფი, რომელიც სოფლებში პატრულირებას ახორციელებს. მათი თქმით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო
შემდეგი სტატია,,პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, ის პოლიტიკურად დამთავრებულია!”-ჭიჭინაძე