ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ორი ადამიანია, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არ არის
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება