ხობის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ხობში,სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა,შეჯახების შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ ტელეეთერში იწვევს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, ჰგონიათ, ამ გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, სინამდვილეში, პირიქით მოხდება