ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა.ავტომობილ ,,ჰონდას“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

,,შემთხვევის ადგილზე მისულებს ერთი მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. მეორე მძღოლს კი მედ-პერსონალმა ადგილზე გაუწია დახმარება. სტაციონარში მისი გადაყვანა არ გახდა საჭირო.”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც “თაიმერს” ” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან
შემდეგი სტატიაუმჯობესი იქნება, საკვალიფიკაციო გამოცდა ამოვიღოთ-ირაკლი კობახიძე