ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. მსხვერპლი არ არის.
დაშავებულები მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაყავთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, პოლიცია და სამაშველო სამსახური. შსს-ს ცნობით,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.