19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, საპროტესტო აქცია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოსახლეობამ უწყლობის გამო საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში წყალმომარაგების პრობლემა მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ბოლო სამი დღეა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

მოსახლეობის თქმით, უწყლობის გამო მათ ყოველდღიური ყოფა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაც კი უჭირთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს შესაბამის უწყებებს, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და წყალმომარაგების სამსახურს, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე არც პასუხი მიუღიათ და არც პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ღონისძიებები გატარებულა

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: ივანიშვილს და ღარიბაშვილს შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც ივანიშვილმა დაარღვია