ხობის ცენტრში სროლა იყო

სროლა იყო ხობის ცენტრში. ერთმანეთს ორი პირი ხალხმრავალ ადგილას რესტორან “კოლხაში” დაუპირისპირდა. შეიარაღებული მამაკაცი რესტორანში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა, თუმცა თავდამსხმელმა სროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს