5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩაიძირა , – ინფორმაციას BBC-ი ლიბიის საზღვაო სამაშველო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ტანკერი The Arctic Metagaz-ი ლიბიასა და მალტას შორის მდებარე წყლებში ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც გუშინ ხანძარი გაუჩნდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა, რომლებიც ლიბიის სანაპიროდან გაუშვეს.

„მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმისა და მეკობრეობის აქტია, რაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ.

რუსულ უწყებაში აღნიშნეს, რომ ტანკერის ეკიპაჟის 30-ვე წევრი უსაფრთხოდ არის.

banner
წინა სტატიაშირობინ ვაგენერი – საქართველოში ავტორიტარული მმართველები ევროპულ მომავალს ანადგურებენ
შემდეგი სტატიაირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: ტრამპი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციისთვის დიდ საფასურს გადაიხდის