ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს – ევროკავშირის მკაცრი წერილი

ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს, – ეს არის ფრაგმენტი საიდუმლო წერილიდან. წერილის ავტორები ევროკავშირის ელჩები არიან, ადრესატი კი საქართველოს მთავრობა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის პარტიისთვის, სხვადსხვა მაქინაციებით წინასაარჩევნოდ, რეკორდული ფულადი შემოწირულობების ჩარიცხვაზე. წერილში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ისე, რომ მმართველმა გუნდმა ვეღარ მოახერხოს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, პედაგოგებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. ბრიუსელი თბილისისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ კანონის გამკაცრების გზით შეუძლებელი გახდეს, ამომრჩევლის დაშინება და შურისძიება.

უფრო კონკრეტულად, დაფინანსებასთან დაკავშირებით, პარტნიორები პირდაპირ სთხოვენ მმართველ გუნდს, რომ შემოწირულობის წესი შეიცვალოს და კანონი ამ მიმართულებით გამკაცრდეს. მათი რეკომენდაციაა მოქალაქეს კონკრეტული ლიმიტი დაუწესდეს, რაც იმას ნიშვნავს, რომ შემომწირველს საკუთარი შემოსავლიდან მხოლოდ განსაზღვრული პროცენტის შეწირვა შეეძლება სასურველი პარტიისთვის.

ასევე ელჩების რეკომენდაციაა დაწესდეს შეზღუდვები საჯარო მოხელეებზე, რომ მათ ვერ შეძლონ წინასაარჩევნოდ პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია.

მმართველ გუნდში წერილის არსებობას მალავენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გზავნილი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია.

„ის რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრები საჭიროდ თვლიან ამ გზავნილის გაკეთებას, თავისთავად მანიშნებელია პრობლემის სიღრმის, იმიტომ რომ ეს პრობლემა არსებობს საქართველოში, ისინი იმიტომ აკეთებენ ამ გზავნილს, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს პრობლემა ხელისუფლების პოლიტიკის გამო. თუ ჩავხედავთ შინაარსს, ის ემთხვევა ერთი-ერთში დემოკრატიული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს, რომელიც არის, რაც ვნახეთ ბოლო არჩევნებზე და განსაკუთრებით მეორე ტურში პირდაპირი საფრთხე არამხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვისაც, ამიტომ ყველაზე აღსანიშნავად რომ გამოვყო, უნდა იყოს რაღაც კონსესუსი მაინც პასუხისმგებლობის მქონე ამ პროცესის მონაწილეებთა შორის, დემოკრატიულ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. რამდენად მძიმეა ვითარება იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დღემდე დიალოგის პროცესიც კი არ დაუწყია მმართველ გუნდს,“-განაცხადა გიგა

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაში,,სუს-ის ჩანაწერი თუ უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს”
შემდეგი სტატიამმართველ გუნდში უარყოფენ, რომ ევროკავშირის ელჩებისგან მკაცრი რეკომენდაციები მიიღეს