15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ხმების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

ხმების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, – ინფორმაციას უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, დათვლილია ხმების 98.93%, რომლის მიხედვითაც პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ ქვეყნის 199 ადგილიან პარლამენტში ორ მესამედს გააკონტროლებს და ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტენების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ ხმების 53.06% მიიღო. მოქმედმა მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ 38.43%, ხოლო ულტრამემარჯვენე „მი ჰაზანკმა“ 5.83% მიიღო.

არსებული მონაცემებით, „ტისა“ პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, „ფიდესი“ – 55-ს, ხოლო პარტია „მი ჰაზანკი“ – 6-ს. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 133 მანდატია საჭირო.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 79.51%-მა მისცა და უნგრეთის ისტორიაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა.

უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა, მყისირად ეს არ შეცვლის ჩვენთვის რეალობას, მთავარია, ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში “გადალაგება” მოხდა, ჩვენთვის სასარგებლოდ