“ხმაურიანი ღამეა კიევში, მამა!..” – კიტ კელოგს შვილი მიმართავს

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ქალიშვილმა მამას სოციალური ქსელით მიმართა და უთხრა, რომ პუტინს ზავი კი არა, მხოლოდ ომი და მეტი მიწის მიტაცება უნდა:

“ხმაურიანი ღამეა კიევში, მამა! რუსებს მშვიდობა არ უნდათ…. უკრაინის რამდენიმე ქალაქი თავდასხმის ქვეშაა. რუსეთი გვაჯერებს, რომ ის საპასუხო დარტყმას ახორციელებს, მაგრამ უკრაინის ზუსტი დარტყმები განხორციელდა რუსეთის მხრიდან სამოქალაქო პირებზე განუწყვეტელი თავდასხმების საპასუხოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა უარი თქვა ზავზე. მას მხოლოდ მეტი ომი და მთელი უკრაინის მიტაცება უნდა” – განაცხადა მობსმა.

მეგან მობსი ხელმძღვანელობს RT Weatherman Foundation-ს- საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც უკრაინას ჰუმანიტარულ საკითხებში ეხმარება სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ გავიდა
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა