ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში (ფოტოები)

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ადგილობრივები პროტესტით ხვდებიან. ქართული ოცნების აქტივისტებმა შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და შენობაში მხოლოდ საჯარო მოხელეებს უშვებენ.

„სალომე ზურაბიშვილს ამ დარბაზში შემოიყვანენ არა წინა კარიდან, არამედ ნანგრევებიდან. იმ ნანგრევებიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ დანგრეულ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

https://youtu.be/8N2ef-IJMgw

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, არეულობის მოწყობის მცდელობაში ენმ-ს ადანაშაულებს.

„მოვედი და ვხედავ იმას, რომ რაღაც მცდელობა არის, შევქნათ გარკვეული ისტერია. არანაირი ისტერია აქ საჭირო არ არის, ვისაც უნდა კითხვის დასმა, მიეცემა კითხვის დასმის შესაძლებლობა,“ – განაცხადა მერაბ ქვირაიამ.

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება
შემდეგი სტატიაGuardian: რუსეთი ასანჟის მოსკოვში ჩუმად გადაყვანას გეგმავდა