ხმაური ზუგდიდის მერიასთან – გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს. გარემოვაჭრეები მერიის შენობაში შეჭრას ცდილობენ. ისინი მეორე დღეა, გარევაჭრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით მერთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა მერიის წინ გზის გადაკეტვა სცადეს, მობილიზებულია პოლიცია.

საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მივიდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშპს „ყვარელრემმშენი“ ტენდერის გამოცხადებისას შავ სიაში არ იყო – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო