ხმაური ზუგდიდის 80-ე საარჩევნო უბანზე – ერთმანეთს „ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის 80-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ხმაურს. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, აღნიშნულის მიზეზი დაფიქსირებული დარღვევები და უბნებთან ე.წ. ავტორიტეტების ყოფნა გახდა.

უბანთან მისულმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდრებმა კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრეს. სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა მდგომარეობა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზუგდიდის #80-ე საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მარკირებული ამომრჩეველი იყო მისული, რომელიც ხმის მეორეჯერ მიცემას გეგმავდა.

„ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” რიტორიკა, რომ ჩვენ რაღაც დესტაბილიზაცია შემოგვქონდა, ან რაღაც არეულობას ვაპირებდით, არის სრული ფარსი. გახარია, რომელიც ჩამოვიდა სამეგრელოში და რომელმაც შექმნა აქ აგრესიული ფონი არის მოტივირებული, რომ აქ არ იყოს მშვიდი გარემო. ის ახლა ფიზიკურად აქ სამეგრელოში არ იმყოფება, მაგრამ მისი აქ ყოფნის პერიოდში წაახალისა ყველა და ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ მოსულა რაღაც აგრესიული რიტორიკა, რომ მოსულა ვიღაცების დაკაჩავება, რომ მოსულა რაღაც აგრესიული ამბების განხორციელება და ეს არის იმის შედეგი, რაც მან აქ გააკეტა. ასე, რომ კეთილი ინებოს პატივცემულმა, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს თავის საქმეს,“ – განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან
შემდეგი სტატიამკვლელობა ქობულეთში – 46 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს