ხმაური წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში – დღესასწაული დაპირისპირებით დაიწყო (ვიდეო)

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება.
წლევანდელი წაჩხურობა კი დაპირისპირებით დაიწყო. დილიდან ხმაურია წაჩხურის მთავარანგელოზის საზელობის ტაძარში. ადგილზე “თაიმერის” ჟურნალისტი, აკო ქიქავა მუშაობს.
დაპირისპირება ჩოხოსნებსა და მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ მამოებს შორის, ეკლესიის ეზოში დაიწყო, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიცია.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და ეკლესიიდან განკვეთა.

https://youtu.be/ok2AP27n1gw

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა