ხმაური თიანეთში ენმ-ს და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 13:00

ხმაური თიანეთში ენმ-ს და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება თიანეთში – ჩხუბი ”ქართული ოცნების” და ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტი რომა ფაშურიშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის დროს შენიშნეს. ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ოპოზიციის ლიდერებმა ზაქარია ქუცნაშვილიც, რომლიც მათი მტკიცებით, ფაშურიშვილის ახლო მეგობარია – ამ საკითხზე მანამდე გააფრთხილეს. დაპირისპირების შედეგად რომა ფაშურიშვილს დაზიანებები აღენიშნება. მისი გამოკითხვა თიანეთის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პოლიციამ მას შენობა უკანა კარიდან დაატოვებინა. მიმდინარეობს გამოძიება.

„მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად არი ჩამოხეული და ვინ ხევდა?-დეპუტატი ქუცნაშვილის, ზაქარია ცნობილი, გამოჩენილი პოლიტიკოსი „ქართული ოცნებიდან,“ ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი ეს ხელმრუდე ვაჟბატონი. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი ქუცნაშვილი, რომ ხელი აეღო ამ დანაშაულებრივი ქმედებისგან, დღეს ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა თიანეთში ფაქტზე წაასწრეს ბიუროს თანამშრომელი ქუცნაშვილისა და საკადრისი პასუხი გასცეს,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics