ხმაური სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – დაკავებულია რამდენიმე პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. მშვიდობიან აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსებიც.

შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივები ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე უნდა ჩატარდეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ