ხმაური სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესზე

ცოტა ხნის წინ მცირე ხმაური იყო სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესზე – ერთ-ერთი დაკავებული, კონსტანტინე კოკაია სიტყვიერად დაუპირისპირდა პროკურატურას, დაინტერესდა სახელმწიფო ბრალდება რატომ მალავს კადრებს, სადაც ნათლად ჩანს სპეცრაზმელები რა მანძილიდან ცდილობენ მის დაზიანებას და როგორ იყენებენ წიწაკის სპრეის.

კოკაიამ აღნიშნა, რომ ორი თვის მანძილზე ამის გამო მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი მისთვის სათვალეც არ შეტანინენს.

ბრალდებულმა ასევე სასამართლოზე თქვა, რომ გულის პრობლემები აქვს. მან მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა – გული გაქვთ საერთოდ?

ამ რეპლიკას მოსამართლის მხრიდან გაფრთილება მოჰყვა.

სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გაფრთხილებული ხართ, განმეორების შემთვევაში დატოვებთ დარბაზს – განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანიდან ახალი ნავთობპროდუქტების შემოსვლით, შესაძლოა სომხეთში ბენზინის ფასი შემცირდეს
შემდეგი სტატიატრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს