ხმაური სამტრედიაში – აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს

ხმაური იყო სამტრედიის პოლიციასთან, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
მოქალაქეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს, რასაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათი დაკავების მცდელობა მოჰყვა.
თუმცა ამის სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.
“ძირს პოლიციური რეჟიმი”- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამტრედიაში, 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ.
სოფელ დაფნარის მკვიდრმა 22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიზეზად ახალგაზრდა სიკვდილამდე დაწერილ წერილში სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახელებს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მედიას გაუგზავნეს, სტურუა წერს, რომ პოლიციელი მისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა – ვის ჰქონდა უბანში „პლანი“ დათესილი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი ლევან ქარდავა იბძოლებს
შემდეგი სტატიალევან ქარდავა: „ოცნებამ“ წარმატებები გააფერკმთალა!“