4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში – მოსამართლესა და ოპოზიციას შორის კამათი ევროპარლამენტის რეზოლუციის ხსენებას მოჰყვა

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ციტირებას მოჰყვა.

სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარეს სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას განსახილველ საქმესთან შემხებლობა არ აქვს, ხოლო სასამართლოს ტრიბუნა საზოგადოებისთვის პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ უნდა იქნას გამოყენებული.

„სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს ელაპარაკებიან! საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ სხდომას ყველამ მიადევნოს თვალყური და არა იმას, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოთ,“ — განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.

მოსამართლის შენიშვნას პროტესტით უპასუხა ნიკა გვარამიამ, რომლის განცხადებითაც, სხდომის საჯაროობა მხოლოდ მოსამართლესთან დიალოგს არ გულისხმობს.

თავის მხრივ, გიგა ლემონჯავამ განმარტა, რომ რეზოლუცია საერთაშორისო კონტექსტის თვალსაჩინოებისთვის მოიყვანა. მისი თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა შეფასებულია როგორც პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრისა და ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე გადაყვანის მცდელობა.

banner
წინა სტატიაშითბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
შემდეგი სტატიამარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს