ხმაური რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე – დაშავდა “მთავარი არხის” ოპერატორი

ექსპო ჯორჯიას იმ პავილიონთან, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, შეხლა-შემოხლის დროს “მთავარი არხის” ოპერატორი დაშავდა. მას ფეხი რკინის კონსტრუქციაში მოჰყვა, თუმცა, მუშაობა არ შეუწყვეტია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც მას დახმარებას აღმოუჩენს.

გაწევ-გამოწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვეტერანმა მორაგბეებმა ყრილობაზე დასწრება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 75 დელეგატიდან 42-მა რეგისტრაცია გაიარა. დარბაზში, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატის მხარდამჭერები შევიდნენ, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა კი უარი განაცხადეს დარბაზში შესვლაზე.

იმისთვის, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდეს, იოსებ ტყემალაძეს 38 დელეგატის ხმა სჭირდება.

დღეს დანიშნული ყრილობის ადგილზე, პროტესტის ნიშნად ვეტერანი მორაგბეების თავშეყრას გამოეხმაურა შსს, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან”.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – კალაძე გუნდის გამორჩეული ლიდერია
შემდეგი სტატიასოხუმში შეიარაღებულმა პირებმა ბანკი დააყაჩაღეს