ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში – მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში. მოსახლეობა მესტიის გამგებელს დაუპირისპირდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

მოსახლეობას კი ჭუბერი-ნენსკრას დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. ადგილობრივები სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მათი მთავარი მოთხოვნა კი ელექტროსადენებისა და ბოძების მოწესრიგებაა, ასევე, ერთი წლის წინ, სტიქიის დროს, დაზიანებული სოფელი ჭუბერისა და ნენსკრას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენაა.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატია„ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი მართლა იყო თუ არა ლიკვიდირებული და როგორ მოხდა საქართველოში,“ – სერგი კაპანაძე ჩატაევზე საუბრობს