ხმაური პარლამენტთან – ვასაძის მხარდამჭერები ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეს დაუპირისპირდნენ

კამათი და დაპირისპირება პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები კონტრაქციას მართავენ და „თბილისი პრადის“ შესაძლო ჩატარების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციების შეწყვეტასაც ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ეკა ჯანაშიამ. მან აღნიშნა, რომ ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს ოკუპაციას და მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მთავარი გამოწვევა სწორედ რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციაა.

მას ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს და ტრიბუნიდან ჩამოიყვანეს.

“მე ვთქვი, რომ ოკუპაცია გავაპროტესტოთქო, გავერთიანდეთ, რა არის ამაში ცუდი?” – ამბობს ეკა ჯანაშია.

ეკა ჯანაშიას შემდეგ შეკრებილებს სიტყვით ლევან ვასაძემ მიმართა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “თბილისი პრაიდის” ჩატარების საშუალებას არავის მისცემს.

banner
წინა სტატიაშიეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას-ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა, 80% მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს