ხმაური პარლამენტში- ხაზარაძე, ვოლსკი და ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დეპუტატები, გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა გია ვოლსკის განცხადება, რომელიც მან ტრიბუნასთან გააკეთა. კერძოდ, ვოლსკის განმარტებით, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფრიძე პოლიტიკაში საქმიანობას იწყებდნენ, მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა 17 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, რაზეც გააკეთა კომენტარი, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ჯერ ამ საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი, ხოლო შემდეგ ესაუბრათ პოლიტიკის თემაზე.

ვოლსკის თქმით, ამ განცხადების გამო, მას „ლელოს“ ლიდერებმა სასამართლოში უჩივლეს.

„ვთქვათ, მოიგეთ სასამართლო, 290 000 ლარი საიდან უნდა გადაგიხადოთ? ჩემი ბინის წაღება გინდათ? კარგად იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ საკუთარი ადგილიდან გააპროტესტა.

„სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და პასუხი არ არის, 2 წელი გავიდა და პასუხი არ არის. რა გგონიათ, ზღაპრებს გალაპარაკებთ? ყოველ მეორე დღეს სასამართლოში გვატარებდით და თქვენ წინააღმდეგ რომ შევიტანეთ სარჩელი, ორი წელია, სასამრთლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, ასეთ განცხადებებს არ გაგიტარებთ“, – მიმართა ხაზარაძემ ვოლსკის.

ამ დროისთვის პოლიტიკურ მხარეებს შორის ინციდენტი ამოწურულია.

banner
წინა სტატიაში“იუნესკოს” ექსპერტების გელათში ვითარებას “არასახარბიელოს” უწოდებენ
შემდეგი სტატია29 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1579 ლარი ეღირება