ხმაური პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე

აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობაში პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა მცირე ხმაურით დაიწყო. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა სხდომაზე განაცხადა, იგი დღის წესრიგში ბათუმის ბულვარში ე.წ. ამბასადორის მშენებლობის საკითხის შეტანას ითხოვს. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა პრიორიტეტი უნდა იყო, რადგან მიაჩნია, რომ ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ზონა ნადგურდება.

არმაზ ახვლედიანი საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შესაძლო კორუფციული ნიშნები იკვეთება.

თავის მხრივ, “ქართულ ოცნებაში” არმაზ ახვლედიანს კორექტული საუბრისკენ მოუწოდეს და სხდომის ფორმატი შეახსენეს.

banner
წინა სტატიაშიპროფკავშირები: გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია
შემდეგი სტატიათბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო