ხმაური მთავარ პროკურატურასთან – ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ეზოში შეიჭრა

პროკურატურასთან ვითარება დაიძაბა. ზაზა სარალიძე, რომელიც დილიდან პროკურორებტან შეხვედრას ითხოვს, საგამოძიებო უწყების ეზოში შეიჭრა.

მოკლული დავით სარალიძის მამა საგამოძიებო უწყებასთან დილიდან იმყოფება. მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ მასთან შეხვედრას საქმის სამივე პროკურორი სამშაბათს გამართავს, რაც ზაზა სარალიძისთვის მიუღებელია.

მთავარ პროკურატურასთან იმყოფება ზაზა სარალიძის ადვოკატიც. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ თუ შეხვედრა დღეს არ შედგება ეს გააძლიერებს ეჭვს, რომ პროკურატურას სურს დაზარალებული სარალიძე მსჯავრდებულად აქციოს.

ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ამ დროისთვის საგამოძიებო უწყების ეზოში რჩებიან და ვადას პროკურატურას დღის ბოლომდე აძლევენ.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში კონგრესის არჩევნებში უცხოური ჩარევის კვალი ვერ იპოვეს
შემდეგი სტატია​ოთარ დანელია : მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი და არ დაიკარგოს ღირებულებები